ქუთაისში ერთი პირის მკვლელობისა და ორის დაჭრისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 ივლისს, ქუთაისში, ბრალდებულმა შურისძიების მიზნით, დანით სამ პირს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული გარდაიცვალა, მეორე ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში იმყოფება, ხოლო მესამე სიკვდილს გადაურჩა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.
მას ბრალდება “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ