ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქუთაისში, აქცია „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ გაიმართა

ქუთაისში, აქცია „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ გაიმართა. მოქალაქეები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და კანონპროექტი გააპროტესტეს.
მათი თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონი, არის დისკრიმინაციული და ემსახურება „ენჯეოებისა” და მედიის წარმომადგენლების აგენტებად გამოცხადებას.
აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას, უკან გაიხმონ კანონპროექტი, რადგან ის არის რუსული და შეაფერხებს ქვეყნის დემოკრატიას.
"რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, გაქრება ჩემი და შენი თავისუფლება. ამიტომ შევიკრიბეთ დღეს, რომ ქუთაისიდან მივაწვდინოთ ხმა ხელისუფლებას. ევროპა ჩვენი არჩევანია და ჩვენ არ გვსურს, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლა და არ გვსურს რუსეთში" ,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.