ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქუთაისში ავარიის შედეგად ორი ქვეითის დაღუპვის საქმეზე 1 პირი დააკავეს

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ქვეითის დაღუპვის ფაქტზე 1 ადამიანი დააკავეს - ინფრომაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შემთხვევა გუშინ, 15 თებერვალს მოხდა.
როგორც ტაბულას შსს-ში ეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.