ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა - დაშავდა ქვეითიც, რომელსაც მძღოლის დასახმარებლად გზაზე გადასვლისას ავტომობილი დაეჯახა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა - დაშავდა ქვეითიც, რომელსაც მძღოლის დასახმარებლად გზაზე გადასვლისას ავტომობილი დაეჯახა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი, 33 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი.
უფრო კონკრეტულად, თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩაქარით მოძრავი მოტოციკლი ამოყირავდა, მძღოლის დასახმარებლად გზაზე გადასულ მამაკაცს კი ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
მოტოციკლის მძღოლი კლინიკაში შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მეორე დაშავებულს კი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.