არქივი27 ოქტომბერი, 2024, 14:55
ქუთაისი-პრაღის რეისზე თვითმფრინავს ორჯერ მეხი დაეცა

ქუთაისი-პრაღის რეისზე თვითმფრინავს ორჯერ მეხი დაეცა. შემთხვევის გამო ფრენა გაუქმდა და თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დაბრუნდა - ავიაკომპანია Wizz Air-ი გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“Wizz Air-ის თვითმფრინავს, რომელიც ქუთაისი-პრაღის რეისს, W6 7923-ს ასრულებდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში მეხი დაეცა. თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა და უსაფრთხოდ დაეშვა. საჰაერო ხომალდი ამჟამად გადის სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას” - წერია კომპანიის განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.