ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის საავტომობილო გზის ხუთ მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა

ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის საავტომობილო გზის ხუთ მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა

ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის საავტომობილო გზაზე ხუთ მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა. მოძრაობა აკრძალულია სოფელ საყდართან. სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ტურისტები უსაფრთხო ადგილამდე გუშინვე გამოიყვანეს. მიუხედავად ინტენსიური ნალექისა, შესაბამისი ტექნიკა სამუშაოებს ადგილზე მაინც ახორციელებს.
“ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ქუთაისი-ლენტეხი-მესტიის მიმართულებით 93-ე გზაზე მთლიანად ხიდია წაღებული და ამ ეტაპზე მოძრაობა გადაკეტილია. ამ ეტაპზე, უკვე 5 მეწყერია ჩამოსული. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოახდინა ოპერატიულად ტექნიკის მობილიზება, დილიდან უკვე დაიწყო სამუშაოების განახლება. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. მოსახლეობის ნაწილში საცხოვრებელ სახლებს არ შეხებია“, – აცხადებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.