ქუთაისი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს „ქარავან არტ ფორუმს“ მასპინძლობს

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქუთაისი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს „ქარავან არტ ფორუმს“ მასპინძლობს.
მათივე ცნობით, ფესტივალის ფარგლებში, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა რესტავრატორ-კონსერვატორთა კონფერენცია, სემინარი და ვორქშოპი.
რესტავრატორების მიერ მოწყობილ კონფერენციასა და სამუშაო პროცესებს, სემინარსა და ვორკშოპს ხელმძღვანელობს მუზეუმის დირექტორის მოადგილე ნონა ქარციძე. ქარავან არტ ფორუმის“ პროგრამაში მონაწილე მხატვრების შემოქმედება წარმოადგინეს ფესტივალის ორგანიზატორებმა ნინო მეტრეველმა და შალვა ხახანაშვილმა. სარესტავრაციო სამუშაოების თანამედროვე ტექნოლოგიებზე, კერძოდ, ლაზერული სპექტრის გამოყენების მეთოდებზე ისაუბრეს საფრანგეთიდან მოწვეულმა სხვადასხვა დარგის კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტებმა და რესტავრატორებმა.
ფესტივალი 20 მაისს დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?