ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. კამათი ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს მოყვა. კერძოდ, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა უმრავლესობის წევრებს მოუწოდა, შვილებთან ომს თავი დაანებონ და “რუსულ კანონს” გაემიჯნონ. მან, ასევე, გააკრიტიკა ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები.
“ქართული ოცნების” დეპუტატებმა მოუწოდეს ოპოზიციონერ კოლეგებს დაანებონ თავი საჯარო მოხელეების ბულინგს. მათი თქმით, რუსეთის საქმეს თავად ოპოზიცია აკეთებს და მათ არგუმენტირებული განხილვა არ აინტერესებთ.
კამათი ხმაურში გადაიზარდა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში