ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მერიას ხარჯების გაზრდასა და ხელფასების მატებაში ადანაშაულებენ

ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქუთაისის მერიას ხარჯების გაზრდასა და ხელფასების მატებაში ადანაშაულებენ.
როგორც ქუთაისის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგა შუშანიამ განაცხადა, ქუთაისის მერი დღემდე აფერხებს მათ ინიციატივას, გადაიხედოს უფასო სასადილოს ბენეფიციართა კვების რაციონი.
„ქუთაისელები ყოველდღიურად შეწუხებულები არიან კატასტროფულად გაზრდილი ფასებით საწვავზე, პროდუქტებზე. სამუშაო ადგილები ყოველდღიურად მცირდება, ქალაქი იცლება, ადამიანები გარბიან ქალაქიდან, რომ ოჯახები იხსნან სიღარიბისგან. ინფრასტრუქტურულ პროექტებში იხარჯება მილიონები და კაცმა არ იცის, უხარისხოდ გაკეთებულ ინფრასტრუქტურაში, როგორ იფლანგება მილიონობით ლარი. ქუთაისის მერიამ პირველი რაც გააკეთა, მოიფიქრა, რომ ასი ათასი ლარით გაიზარდოს საკუთარი ხარჯები და მათ შორის, 70 ათასი ლარი დაიმატოს საკუთარ ხელფასებზე. ამის პარალელურად, ქუთაისის მერი დღემდე აფერხებს ჩვენს ინიციატივას, რომ გადაიხედოს უფასო სასადილოს ბენეფიციართა კვების რაციონი, რადგან ხელფასების ზრდის მიუხედავად, ეს თანხები 50 ათასი ლარით შეამცირეს წელს და ორი ლარი და 15 თეთრი იხარჯება მხოლოდ ერთ დღეში ერთი ადამიანის გამოკვებაზე. ამიტომ ჩვენ მივმართავთ ქუთაისის მერს – ან შეაჩეროს ეს და არ მიიღოს ეს ცვლილებები ბიუჯეტში და ეს თანხა მიმართოს უფასო კვების ბენეფიციართა გაუმჯობესებაზე, ან ეს წყალ-წყალა კვება, რომლითაც ყოველდღიურად კვებავენ ბენეფიციარებს, თვითონ დაჯდეს ამ რაციონზე და ნახოს საკმარისია, თუ არა ადამიანის ნორმალური გამოკვებისთვის“, – განაცხადა გიგა შუშანიამ, რომლის კომენტარსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?