ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი ჭიღვარია აირჩიეს

ქუთაისის მერვე მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა. დღესვე საკრებულომ თავმჯდომარის პოსტზე ყოფილი მერის, გიორგი ჭიღვარიას კანდიდატურა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანო აქტიურად შეუდგება მუშაობას ქუთაისის განვითარებისა და მასშტაბური პროექტების განხორციელებისთვის. ასევე დამტკიცდა საკრებულოს ახალი შემადგენლობა, აირჩიეს თავმჯდომარის მოადგილეები.
ქუთაისის საკრებულოში 25 წევრიდან 22 „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. სამი წევრი ჰყავს ოპოზიციას – თითო – თითო მანდატი აქვს „გირჩს“, „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“.

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში