ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
დღეს, 17 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში, ნათქვამია, რომ „მიმდინარე წელი განსაკუთრებით რთული გამოდგა“ – ვინაიდან, ფესტივალმა „ კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესების ფონზე“ უარი თქვა კინოცენტრისა და კულტურის სამინისტროს კონკურსებში მონაწილეობასა და შესაბამისად, მათ დაფინანსებაზეც.
თუმცა, გარდა ამ პრობლემისა, ორგანიზატორები ამბობენ, რომ ქუთაისის მერიამ, რომელიც აქამდე უზრუნველყოფდა ფესტივალის გუნდისა და სტუმრების ცხოვრების ხარჯებს, „ოფიციალურად განაცხადა უარი შეთანხმებული პირობების შესრულებაზე, მიზეზად კი საკმარისი თანხის არარსებობა დაასახელა“.
„ბოლო თვეების განმავლობაში, წარმოიშვა რამდენიმე გაუთვალისწინებელი პრობლემური საკითხი, რომლის დროული გადაჭრა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული მოქალაქეთა კეთილდღეობაზე“, – ციტირებენ ორგანიზატორები მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს.
„შეპირებულ მხარდაჭერაზე უარის თქმის გარდა, ჩვენთვის დამანგრეველია ის დაკარგული დრო, რაც მერიის გადაწყვეტილების დაგვიანებამ გამოიწვია და ჩვენი ფესტივალი ფაქტობრივად გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
მათი თქმით, ფესტივალს კვლავაც ჰყავს მხარდამჭერები, თუმცა საჭიროა „ქართველი და უცხოელი სტუმრების სასტუმროში განთავსებისა და მასპინძლობის თანხა“.
მეტი დეტალი შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზატორთა ფეისბუქ-პოსტში.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.