ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრების განხილვა მიმდინარეობს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრების განხილვა მიმდინარეობს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრების განხილვა მიმდინარეობს.
მოსამართლეთა კოლეგია ორგანიზაციების - "საია" და "ჩემი ხმა" საჩივრებს სწავლობს.
სხდომის დაწყებისას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელმა მოსამართლე შოთა სირაძის აცილება მოითხოვა, რადგან ის წარსულში თანამდებობას იკავებდა ხობის საკრებულოში, მისი შვილი კი ამ დროისთვის თანამდებობის პირია.
ორგანიზაციის შუამდგომლობის საფუძველზე კოლეგიამ მოსამართლე შოთა სირაძის გარეშე ითათბირა და აცილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მოსამართლე დარბაზში დაბრუნდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები იმერეთის და აჭარის რამდენიმე ოლქში უბნების ბათილად ცნობას ითხოვენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.