ქუთაისის მერია – ოპოზიციონერი დეპუტატის არაკომპეტენტური და ცრუ განცხადება, რომ მერიის თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურება

ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის გრიგოლ შუშანიას განცხადებას, რომლის თანახმად, „მერია საკუთარ ხარჯებს 100 ათასი ლარით ზრდის, საიდანაც 70 ათასი ლარი მხოლოდ ხელფასებს მოხმარდება”, ქუთაისის მთავრობაში ეხმაურებიან.
განცხადებას ქუთაისის მერია სიცრუეს უწოდებს.
„ოპოზიციონერი დეპუტატის მორიგი არაკომპეტენტური და ცრუ განცხადება, რომ მერიის თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ქუთაისის მერიის 350 თანამშრომელს, 2024 წლის მანძილზე დაუფინანსდება ჯანმრთელობის დაზღვევა. ვინაიდან აღნიშნული ხარჯი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, დაქირავებული თანამშრომლებისათვის განეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს, ამიტომ უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით და სწორედ საშემოსავლო გადასახადის შესაბამისი თანხა აისახა შრომის ანაზღაურების მუხლში,რაც არ გულისხმობს ხელფასების მატებას”, – განმარტავენ ქუთაისის მერიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს