ქუთაისის მერია – ინტენსიურად მოსულმა ნალექმა რამდენიმე ლოკაციაზე, თანმდევი პროცესები გამოიწვია – გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მიწა ჩამოიშალა, დაიტბორა საავტომობილო გზები და სასტუმრო „მაგნოლია“

18 დეკემბერს, ინტენსიურად მოსულმა ნალექმა ქუთაისის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე ლოკაციაზე, თანმდევი პროცესები გამოიწვია. ძლიერი წვიმის გამო გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მიწა ჩამოიშალა, დაიტბორა საავტომობილო გზები და სასტუმრო „მაგნოლია“.
ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, დაზიანებულ უბნებზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და „სპეციალური სერვისების“ წარმომადგენლები მუშაობენ.
„სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია გაეცნენ.
შესაბამისი სამსახურები სრულად არიან მობილიზებული, რათა მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში, დახმარება აღმოუჩინონ”,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან