ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქუთაისის მერიასთან აქტივისტები საჯარო მოხელეებს პოსტერებით დახვდნენ

ქუთაისის მერიასთან აქტივისტები საჯარო მოხელეებს პოსტერებით დახვდნენ

ქუთაისის მერიასთან აქტივისტებმა სხვადასხვა შინაარსის პლაკატებით, საინფორმაციო დერეფანი მოაწყვეს.
შეკრებილები თვითმმართველობაში დასაქმებულ ადამიანებს პოსტერებით დახვდნენ.
აქტივისტების თქმით, ამ ფორმით ინფორმაცია მიაწოდეს საჯარო მოხელეებს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ახალი კანონების შესახებ, რომელიც, მათივე განცხადებით, საფრთხეს ყველა დასაქმებულს უქმნის.
აქციის მონაწილეები საჯარო მოხელეებს მოუწოდებენ, დაუდგნენ გვერდით, რომ შემდეგში მათი დაჩაგვრა ვერავინ შეძლოს.
„ჩვენ შენკენ ვართ! დაგვიდექით ახლა გვერდით, რომ ხვალ თქვენი დაჩაგვრა ვერავინ შეძლოს. ხელისუფლება კაბალურ კანონებს იღებს და ამას არავინ უნდა შეეგუოს”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.