არქივი11 დეკემბერი, 2023, 19:09
ქუთაისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებასთან სასწრაფო დახმარების ხმარებიდან ამოღებული ავტომობილები დაიწვა
ქუთაისში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაუმართავ, ხმარებიდან ამოღებულ ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. ავტომობილები ინტერვენციული საავადმყოფოს მიმდებარედ იყო განთავსებული. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.
ადგილზე სამაშველო ჯგუფები იყო მობილიზებული. ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.