ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსი დაინიშნა

დღეიდან, 28 მარტიდან, ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და უკან მგზავრებს ავტობუსი მოემსახურება. ტრანსპორტი ისე იმოძრავებს, რომ მოსახერხებელი იქნება ყველა ავიარეისის მგზავრებისთვის.
· მგზავრობის საფასური 5 ლარია, გადახდა კი ნებისმიერი საბანკო ბარათით შეიძლება;
· აეროპორტიდან ქუთაისში ჩასული ავტობუსი რუსთაველის 9ა-ში გაჩერდება - DMO იმერეთის შენობის წინ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის აეროპორტის მგზავრებისთვის 3 ავტობუსი შეიძინა, ჯამში 1 398 300 ლარად. ხელშეკრულება დაიდო შპს „ჯი-თი გრუპ-თან".
თითოეულ ავტობუსს შეუძლია სულ მცირე 45 მგზავრის გადაყვანა და ადაპტირებულია შშმ პირებზე.
ამ დრომდე ავტობუსი მოძრაობდა ქუთაისის აეროპორტიდან მხოლოდ თბილისისა და ბათუმის მიმართულებებით.
დაწერეთ კომენტარი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.