არქივი5 სექტემბერი, 2025, 12:36
ქუდზე კაცი უნდა ვიდგეთ რუსთაველზე, 4 ოქტომბერი საქართველოს გამარჯვების დღე იქნება – ჯაფარიძე

საქართველოს გამარჯვების დღე, როდესაც ქართველი ერი სილას გააწნის რუსულ რეჟიმს და ერთხელ და სამუდამოდ ეტყვის – არას!
ჩვენ, აქ მყოფი ადამიანები, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ ირწმუნოს იმ გამარჯვების, რომელიც მართლაც გარდაუვალია. ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ ათი ათასობით ადამიანი და არ უნდა შეგვეშინდეს სიტყვების “მშვიდობიანი რევოლუცია” და დიახ, მშვიდობიანი დამხობა!
მიყვარხართ და გელოდებით ყველას 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.