ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქსელის რეაბილიტაციის გამო, 5200 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება

ქსელის რეაბილიტაციის გამო, 5200 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება

„თბილისი ენერჯის“ ცნობით, ქსელის რეაბილიტაციის გამო, 5200 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება.
როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, გაზმომარაგების აღდგენა 14:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათისთვის დასრულდება.
„ისნის რაიონში, გაზმომარაგებუს ქსელის რეაბილიტაციის გამო, 17 სექტემბრის 11:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე გაზის მიწოდება შეუწყდება: მეტრომშენის დასახლებაში - ყვარლის ქ. 101, 101ა, 101ბ, 101გ, 101-1, 101-2, 103, 107ბ, 109, 2ჩ. 3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე თედორე უშაკოვის, მთისძისრის, ოლღა ბახუტაშვილის, ყვარლის, მელაანის, ალექსანდრე ონიანის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, არველაძის, აფანასიევის ბუკისციხის, გეზათის გიორგი ანწუხელიძის, დასახლება საბარგო-ვაცეკის, ეკატერინე მელიქიშვილის, მე-5 მელაანის, კაკაბეთის, მესხეთის, ყარყარაშვილის, 1 ნავთლუღის, ალ. ჯანელიძის, ანფღულაძის, ვაზისუბნის დას, ზანდუკელის, ზაურ ბეგიაშვილის, ივერიელის , იოსებ და ლეონ ორბელიანების, ირაკლი ტატიშვილის, ისნის, 1 და მე-2 გუჯარეთის, 1, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 მელაანის, 1 საბანაკოს, მე-2 შორაპნის, დავით ხელთუფნიშვილის, ვანლერდაისელის, თამაზ პაპიაშვილის, რაჟდენ არსენიძის ქუჩის, 1 შესახვევის, 1 ჩიხის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს და მიმდებარედ კომერციულ ობიექტებს. გაზმომარაგების აღდგენა 14:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათისთვის დასრულდება.
„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო“,-აღნიშნულია განხადებაში.
კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს, ყურადღებით იყვნენ და არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.