„ქრონიკის“ ინფორმაციით, ნიკა გვარამიასა და “პრაიდის” წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა – დეტალები

„ქრონიკის“ ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ნიკა გვარამიასა და „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც მათ დაჰპირდა მხარდაჭერას იმ შემთხვევაში, თუ „თბილისი პრაიდის“ წევრები ღიად განაცხადებენ, რომ უარს ამბობენ ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინებისა და შვილად აყვანის უფლების მოთხოვნაზე და იტყვიან, რომ გამოდიან მხოლოდ ლგბტ თემატიკის შემცველი ფილმების თუ ნაწარმოებების ცენზურის წინააღმდეგ. წყაროს ცნობით, გვარამია მათ ასევე, დაჰპირდა, რომ ამ შემთხვევაში „თავისიანებს თვითონ დაელაპარაკებოდა”.
ამის მიუხედავად, ორი დღის შემდეგ, ის კვლავ დაუკავშირდა „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებს და უთხრა, რომ უჭირს თავისიანების დარწმუნება, რადგან ისინი პრაიდის წარმომადგენლებს გადამგდებებს ეძახიან და არ ენდობიან.
მისი თქმით, ძირითადი მოწინააღმდეგე ნიკა ფარულავა იყო. წყაროს ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები ამის გამო გამოხატავენ მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას გვარამიასა და მისი პარტიის მიმართ და ამბობენ, რომ ისინი შესაბამისად ვერ ასრულებენ აღებულ ვალდებულებებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში – ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ