ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 500 ლარი" – დაკავებულს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური/Facebookფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პროკურატურასთან კოორდინაციით, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ტექნიკური განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელემ, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში შედგენილი ფარული სამუშაოების აქტების ხელმოწერით დადასტურების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 500 ლარი.
ბრალდებული უშუალოდ თანხის აღების ფაქტზე დააკავეს, ფულადი თანხა კი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.