ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა და "სპორტინგმა" თამაში შემოატრიალა

პორტუგალიის ჩემპიონატის მესამე ტურში „სპორტინგმა“ გასვლაზე „ნასიონალი“ 4:1 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი 32-ე წუთზე ტრავმირებული ჰიდემასა მორიტას ნაცვლად შევიდა შეცვლაზე, როდესაც მისი გუნდი 0:1 მარცხდებოდა. ამის შემდეგ მსაჯმა მასპინძელთა თავდამსხმელი პაბლო რუანი გააძევა, „სპორტინგმა“ კი რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა, თამაში შემოატრიალა და გამარჯვება მოიპოვა.
პედრო გონსალვეშმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.
„სპორტინგი“ 9 ქულით ლიდერია და შემდეგ მატჩს 30 აგვისტოს სახლში „პორტუსთან“ ჩაატარებს.
ნასიონალი - სპორტინგი 1:4
გოლები: 1:0 ლეო სანტოსი (3), 1:1 გონსალვეში (52), 1:2 გონსალვეში (76), 1:3 ჰარდერი (83), 1:4 გონსალვეში (90+3)
გაძევება: რუანი (37, ნასიონალი)
ქოჩორაშვილის "სპორტინგის" მეკარე "ტორინოში" გადავიდა
არაბიძე "ტორპედოში" არ ითამაშებს - სად გააგრძელებს 23 წლის ფეხბურთელი კარიერას
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
ოფიციალურად: სუარესის ახალი გუნდი ცნობილია
არაბიძე ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა - ქართულმა კლუბმა მის სანაცვლოდ 200 000 ევრო გადაიხადა და "ნასიონალიდან" გამოისყიდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" სუპერთასის ფინალში "ბენფიკასთან" დამარცხდა
ქოჩორაშვილი სადებიუტო გოლთან ახლოს იყო - "სპორტინგმა" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
ქოჩორაშვილის ფავორიტი ქართული კერძების ათეული - რა ვიდეოს აქვეყნებს "სპორტინგი"
გაჰყიდის თუ არა "სპორტინგი" იულმანს და რატომაა ეს ქოჩორაშვილისთვის მნიშვნელოვანი?
დიდი ტრაგედია კოპა ლიბერტადორესის მატჩის შემდეგ - "ნასიონალის" ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაყვანიდან ოთხი დღის მერე გარდაიცვალა
ჩემპიონი გახდა, მუნდიალზე წავა, შემდეგ კი... - სუარესის ტიტულების კოლექციაში მატებაა
ინფორმაცია დადასტურდა - გიორგი არაბიძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.