ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქოჩორაშვილი „სპორტინგს“ კონტრაქტზე შეუთანხმდა - პორტუგალიური გამოცემა

ქოჩორაშვილი „სპორტინგს“ კონტრაქტზე შეუთანხმდა - პორტუგალიური გამოცემა

გიორგი ქოჩორაშვილმა ლისაბონის „სპორტინგთან“ წინასწარ შეთანხმებას მიაღწია და ახალი სეზონიდან პორტუგალიური კლუბის წევრი გახდება – ინფორმაციას გამოცემა Diário de Transferências-ი ავრცელებს.
პორტუგალიური ვებგვერდების მიერ გავრცელებული ინფორმაციებით, პორტუგალიური გრანდი „ლევანტეს“ ტრანსფერის საერთო ღირებულებაზე შეუთანხმდა და ესპანური კლუბი ბონუსების ჩათვლით 7 მილიონ ევროს მიიღებს.
უფრო მეტ და საინტერესო დეტალზე მეორე გამოცემა, „რეკორდი“ იუწყება:
„გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერში ლისაბონის „სპორტინგი“ „ლევანტეს“ 5,5 მილიონ ევროს გადაუხდის, ესპანური კლუბი ბონუსების სახით დამატებით 1,5 მილიონ ევროსაც მიიღებს. ამას გარდა, „ლევანტეს“ შემდგომი ტრანსფერიდანაც ეკუთვნის გარკვეულ თანხა. 25 წლის ნახევარმცველი გუნდს 2025/26 წლების სეზონში შეუერთდება“.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.