ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და “ბარსელონას” გამარჯვება “სევილიასთან”

ლა ლიგის მეშვიდე ტურში „სევილია“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონასთან“ 1:3 დამარცხდა.

ანდალუსიელებმა მატჩი კარგად დაიწყეს, დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ შემდეგ რაფინიამ ჰეთ-თრიკი შეასრულა (ორი საგოლე გადაცემა იამალმა გააკეთა) და კატალონიურმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა 68-ე წუთამდე ითამაშა და საკმაოდ აქტიური იყო – შეფასებები: Sofascore 6.7, Flashscore 6.3, Whoscored 5.9.

„სევილია“ 13 ქულით მე-5 ადგილზეა და 12 ოქტომბერს „ლევანტეს“ ესტუმრება.

„ბარსელონა“ 21 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „რეალს“ 6 ქულით უსწრებს (მადრიდელებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული) და 10 ოქტომბერს „ხეტაფეს“ უმასპინძლებს.

სევილია. „სანჩეს პისხუანი“

სევილია – ბარსელონა 1:3

გოლები: 1:0 ფოფანა (19), 1:1 რაფინია (22), 1:2 რაფინია (52), 1:3 რაფინია (69)