ქოჩორაშვილის საგოლე პასი - "ლევანტემ" მოიგო, გალიდერდა და ლა ლიგას უახლოვდება

სეგუნდა დივიზიონის 31-ე ტურში „ლევანტემ“ გასვლაზე ლა ლიგაში გადასვლისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი კონკურენტი „უესკა“ 2:1 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა გადამწყვეტი საგოლე პასი გაუკეთა ალექს ფორესს. მან შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო - შეფასებები: flashscore 7.5, sofascore 7.4.
„ლევანტე“ 56 ქულით უკვე ლიდერია და 23 მარტს „კასტელონს“ უმასპინძლებს. ამ მატჩში ქოჩორაშვილი მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან საქართველოს ნაკრებში სომხეთთან ერთა ლიგის შეხვედრებისთვისაა გამოძახებული.
უესკა - ლევანტე 1:2
გოლები: 0:1 პამპინი (54), 1:1 მუნიოსი (69), 1:2 ფორესი (90+1)
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.