ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ქოლცენტების" საქმის გამოძიებისას დუშეთში ჩინეთის 14 მოქალაქე დააკავეს

"ქოლცენტების" საქმის გამოძიებისას დუშეთში ჩინეთის 14 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დუშეთში ერთ-ერთ სასტუმროში, სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი, რომელშიც ჩინეთის 14 მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, ისინი საქართველოში უკანონოდ იმყოფებოდნენ.
გამოძიება, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო.
"პოლიციამ ადგილზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ათეულობით მობილური ტელეფონი და პერსონალური კომპიუტერი, რომელთა მეშვეობითაც სავარაუდოდ უკანონო ფინანსური საქმიანობა ხორციელდებოდა, ნივთმტკიცებად ამოიღო", - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიგრაციის დეპარტამენტმა დაკავებულების საქართველოდან გაძევების პროცედურები დაიწყო, მანამდე ისინი მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში იქნებიან.
შსს-ს თანახმად, "იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ სასტუმროში, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე, ცოტა ხნით ადრე იყო ხანძარი, რომელიც პოლიციის მისვლის დროს, უკვე ლიკვიდირებული იყო, სასტუმროში მყოფმა სხვა პირებმა ტერიტორია დატოვეს".
საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში ჩართული პირების, ასევე მათი ხელმძღვანელების გამოვლენისა და დაკავების მიზნით.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.