არქივი17 მაისი, 2024, 06:56
ქობულეთში ფერდობის ჩამოშლის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
უბედური შემთხვევა ქობულეთში – ქობულეთის სოფელ კვიროკეში მამაკაცი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
მამაკაცი ერთ-ერთი კერძო მესაკუთრის დაკვეთით, სანიაღვრე პროექტზე იყო დასაქმებული, სამუშაოების შესრულების დროს ფერდობი ჩამოიშალა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
შსს-ში გამოძიება 240 დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.