ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს

ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს. მოსახლეობის განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ სოფელში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდეს. ადგილობრივების განცხადებით, სასმელი წყალი ბოლო თვეებია არ მიეწოდებათ, რის გამოც სოფელში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა.
საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებიც იმყოფებიან, რომლებიც აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, რომ საავტომობილო გზა გაათავისუფლონ.
„ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მივმართეთ, მათ ისიც ვუთხარით, რომ გზას გადავკეტავდით, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს. ვერ გვეუბნებიან საბოლოოდ როდის მოგვარდება წყლის პრობლემა”,- აცხადებენ ადგილობრივები.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარზე – უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საერთო ინტერესზე შევთანხმდით – დავადასტურეთ მზადყოფნა, წინ წავწიოთ ორმხრივი თანამშრომლობა და შევინარჩუნოთ აქტიური კონტაქტი