არქივი23 აგვისტო, 2024, 15:11
ქობულეთში ბინები გაძვირდა - რა ღირს უძრავი ქონება?
2024 წლის II კვარტალში ქობულეთის პირველად ბაზარზე უძრავი ქონების საშუალო შეწონილი ფასი $1,221/მ2 -ს გაუტოლდა (+11.0% წ/წ), რაც პრემიუმ პროექტების მიწოდების ზრდითაა გამოწვეული. ინფორმაციას რეგიონალური საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ გალტ & თაგარტი აქვეყნებს.
„2024 წლის II კვარტალში, უძრავი ქონების ბაზრის ზომა ქობულეთში წლიურად 11.5%-ით შემცირდა და 10.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაღალი ბაზის ეფექტითაა განპირობებული“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.