არქივი9 ნოემბერი, 2024, 15:26
ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავებულია კიდევ ერთი პირი

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20 წლამდე ბიჭი გარდაიცვალა, ხოლო დაშავებული 40 წლის მამაკაცი კლინიკაში არის მოთავსებული.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.