არქივი22 ნოემბერი, 2023, 15:37
ქობულეთის სოფელ ქაქუთში, ცხოველთა კომბინირებული საკვების და ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმო გახსნეს
ქობულეთის სოფელ ქაქუთში, ცხოველთა კომბინირებული საკვების და ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმო გახსნეს. პროექტი საქართველოს სათემო კავშირმა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა "აჭარის თემმა" განახორციელა.
პრეზენტაციას დეპუტატები, ცენტრალური ხელისუფლების, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და რეგიონში მოქმედი ფერმერები დაესწრნენ.
ადგილობრივების თქმით, მსგავსი კოოპერატივები ხელს შეუწყობს სოფლის განვითარებას და შეაფერხებს სოფლიდან მოსახლეობის გადინებას.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.