ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო, 10-მდე საცხოვრებელი სახლია დაზიანებული, 1000-ზე მეტ ოჯახს კი ელექტროენერგია არ მიწოდება

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო, 10-მდე საცხოვრებელი სახლია დაზიანებული, 1000-ზე მეტ ოჯახს კი ელექტროენერგია არ მიწოდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად 10-მდე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა,- ამის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახები უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი.
მათივე თქმით, მუნიციპალიტეტში 1000-ზე მეტი ოჯახი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი.
“შიდა სასოფლო გზები ჯერ -ჯერობით ვერ იწმინდება, ამ ეტაპზე, სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზა იწმინდება. 10 - მდე საცხოვრებელი სახლია დაზიანებული, მოსახლეობა გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე, ამ ეტაპზე ცენტრალური გზები იწმინდება. ელექტროენერგია ნაწილობრივ აღდგენილია, შუქის გარეშე 1000 - ზე მეტი ოჯახია დარჩენილი. პაციენტებს, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას, სამაშველო სამსახურთან ერთად ვეხმარებით”, - აცხადებენ მერიაში

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.