არქივი30 ნოემბერი, 2023, 11:13
ქმრის მიერ მოკლული სოფო კვარაცხელიას დედა სიძისთვის, რომელსაც 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, თავისუფლების უვადოდ აღკვეთას მოითხოვს
ქმრის მიერ მოკლული სოფო კვარაცხელიას დედა, ხათუნა ნაჭყებია, თავისი ყოფილი სიძისთვის უვადო პატიმრობას მოითხოვს. დედა ამბობს, რომ პატიმრის ოჯახმა ცნობა ბრალდებულის შეურაცხადობის შესახებ გააყალბა და სამხარაულის ბიუროს დასკვნით, დანაშაულის ჩადენის მომენტში როინ მებონია შეურაცხადი არ იყო.
ცნობისთვის, მებონიამ მისი ცოლი თბილისში ცივი იარაღით დისა და შვილების თვალწინ ავტობუსში მოკლა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.