ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქიწნისის მეურნეობაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქიწნისის მეურნეობაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საპროექტო მონაკვეთზე, რომლის სიგრძეც 1 343 მეტრია, ასფალტის საფარი იგება.
ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი მიხედვით მოეწყობა: ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მიერთებები, ეზოში შესასვლელები, ლითონის წყალგამტარი მილები, სანიაღვრე სისტემა და საგზაო ნიშნები და მონიშვნები.
„სოფელში 100 - მდე ოჯახი ცხოვრობს. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა საბავშვო ბაღამდე მისასვლელი გზა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივებს დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.