ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქვრივიშვილი: რამდენიმე დღეში ანაკლიის პორტის უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები დაიწყება

ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, რამდენიმე დღეში, ანაკლიის პორტში სამუშაოები განახლდება და უშუალოდ სამშენებლო პროცესი დაიწყება.
"გასული თვეების განმავლობაში, სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები დავასრულეთ [...] უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში, უშუალოდ ანაკლიის ტერიტორიაზე, აქტიური სამშენებლო სამუშაოები დაიწყება". - თქვა ქვრივიშვილმა.
დღესვე, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 52 მილიონი დოლარით ანაკლიის პორტის პროექტის ღირებულების ოპტიმიზაცია მოხდა.
"ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, ჩვენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღამტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას გადავხედეთ, რომლის პირვანდელი ღირებულება 203.9 მილიონი დოლარი იყო. ასევე, გადავხედეთ ხელშეკრულებას ზედამხედველ კომპანიასთანაც. შედეგად, პროექტის ღირებულება 25%-ზე მეტით, 52.5 მილიონი დოლარით შემცირდა. შედეგად, უახლოეს დღეებში, ანაკლიაში სამშენებლო პროცესი აქტიურად განახლდება". - განაცხადა კობახიძემ.
ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ხელშეკრულება ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან გაფორმდა
ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კონსორციუმი ჩაერთვება

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.