ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქვეყნის რეზერვების 11 %, $500 მლნ ჩაყარო ისეთ აქტივში, რომლის ფასი მკვეთრად მერყევია, უაზრობაა - რომან გოცირიძე

ეროვნულმა ბანკმა უნდა ახსნას 7 ტონა ოქროს შეძენის მიზანშეწონილობა, ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის მიერ 7 ტონა ოქროს შეძენას. მისი თქმით, ამ ფაქტს არც საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიესალმებოდა.
„ქვეყნის რეზერვების 11%, $500 მლნ ჩაყარო ისეთ აქტივში, ოქროში, რომლის ფასი მკვეთრად მერყევია, იყიდო ღირებულების პიკზე, ჩამოიტანო თბილისში და დაასაწყობო, არის უაზრობა. ამ $500 მლნ-ს ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი დოლარი შემოსავალი მოჰქონდა.
ბოლო პერიოდში, ოქროს საკუთარ საცავებში ის ქვეყნები აბრუნებენ, რომლებიც დასანქცირებული არიან ან სანქციებს ელოდებიან.
ეროვნულმა ბანკმა უნდა ახსნას 7 ტონა ოქროს შეძენის მიზანშეწონილობა და ის დანაკარგები თუ შემოსავლები, რაც გრძელვადიან პერიოდში ამას შეიძლება მოჰყვეს.
როგორც გახდა ცნობილი, არც სავალუტო ფონდი მიესალმებოდა ამ ფაქტს“, - წერს რომან გოცირიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.