ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ქვეყნის დემოკრატია ბეწვზეა" - მიხეილ სააკაშვილის მოსაზრება The Washington Post-ზე

"ქვეყნის დემოკრატია ბეწვზეა" - მიხეილ სააკაშვილის მოსაზრება The Washington Post-ზე

"ჩემი ქვეყნის დემოკრატია ბეწვზეა ამ შაბათ-კვირას" - ამ სათაურით გამოცემა The Washington Post პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას აქვეყნებს.
მიხეილ სააკაშვილი მოსაზრებაში ქართული ოცნების ანტიდასავლურ პოლიტიკასა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს. ის ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მომავლისთვის და შედეგებს გავლენა ექნება მათ შორის შავი ზღვის რეგიონზე, უკრაინის ჩათვლით.
მოსაზრებაში მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზეც საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ 12 წლის განმავლობაში ქართული ოცნების დამფუძნებელი საქართველოს, ძირითადად, კულისებიდან აკონტროლებდა.
ასევე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქონების უდიდესი ნაწილი რუსეთში დააგროვა, ხელისუფლების ყველა წერტილს აკონტროლებს. მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ იშვიათია ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოჩენა, თუმცა მისი გავლენები აშკარაა.
მიხეილ სააკაშვილი პარალელს ავლებს ვენესუელის პრეზიდენტთან და აღნიშნავს, რომ ისევე როგორც ნიკოლას მადუროს, ასევე ბიძინა ივანიშვილის ქონება უეცრად გაიზარდა პერიოდში, როდესაც ქვეყნის ნაწილი სულ უფრო და უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.