ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქვეყნის განვითარება გაგრძელდება იგივე ტემპით. ახალი არჩევნები 4 წლის შემდეგ იქნება - ზურაბ ჩხაიძე

ქვეყნის განვითარება გაგრძელდება იგივე ტემპით. ახალი არჩევნები 4 წლის შემდეგ იქნება - ზურაბ ჩხაიძე

კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ გენერალური მდივანი ზურაბ ჩხაიძე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება და ამავე ტემპით გაგრძელდება. მისივე თქმით, ახალი არჩევნები მხოლოდ 4 წლის შემდეგ იქნება.
„მთავრობის გუნდს აქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც მოიცავს იმას, რომ ქვეყნის განვითარება გაგრძელდეს იგივე ტემპით, როგორიც არის ახლა. ვფიქრობ, რომ ეს ტემპი რაც არის და ეს მონაცემები არის ძალიან კარგი. არჩევნები 4 წლის მერე იქნება.
არჩევნებზე საუბარი არის ზედმეტი, იმიტომ, რომ არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ და არანაირი გაყალბების ფაქტები არ არის წარმოდგენილი არსად“, - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.