ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ყველამ თავის წვლილი შეიტანოს ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების საკითხის გადაწყვეტაში – დავით მათიკაშვილი

ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესასრულებლად “ქართული ოცნება” პოლიტიკურ პარტიებს და NGO-ებს მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია პროცესში ოპოზიციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, თუმცა მათი ნაწილის გულწრფელობაში მას ეჭვი ეპარება.
“ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ყველამ თავის წვლილი შეიტანოს ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების საკითხის გადაწყვეტაში, თუმცა, მომეცით უფლება, ეჭვი შევიტანო ოპოზიციის დიდი ნაწილის გულწრფელობაში, რადგან მათ, სამწუხაროდ, დღემდე არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირთან დაახლოებულიყო და მგონია, რომ არც ახლა გამოიჩენენ განსაკუთრებულ ძალისხმევას. თუ კი ასეთი რამ იქნება, ეს იქნება ილუზორული მხოლოდ იმიტომ, რომ ცალკეულ საკითხებში საზოგადოებას დაანახონ თავისი მონაწილეობა, თუმცა სავარაუდოდ, დესტრუქციისთვის იქნება გამოყენებული მათი მონაწილეობა, ვიდრე კონსტრუქციული სწორი ნაბიჯებისთვის”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შეხვედრასთან დაკავშირებით ხელისუფლების ინიციატივა სწორი ნაბიჯია.
“შეხვედრა, ხელისუფლების მხრიდან, სწორი ინიციატივაა. ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა უნდა მიეცეს. ვიმსჯელოთ საკითხების ირგვლივ, ვის როგორ ესახება თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, მუშაობის წარმართვა და ამ ყველაფრის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილებები. მთავარი ამოცანა არის ის რომ რეალურად ვიყოთ ინკლუზიური პროცესში ჩართულები, პროცესების სწორად დაგეგმვის მიზნით”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება