არქივი15 დეკემბერი, 2023, 09:20
ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას დღეს საზეიმოდ აღნიშნავს - პრემიერმა მოქალაქეებს თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა, სადაც გალა-კონცერტი 17:00 საათზე დაიწყება
დღეს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იზეიმებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში სპეციალური ღონისძიება გაიმართება. თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები შეიკრიბებიან. უკვე დაწყებულია სცენის მონტაჟი, სადაც სავარაუდოდ ლიდერები მოქალაქეებს მიმართავენ და ევროკავშირის გადაწყვეტილებას მიულოცავენ.
პრემიერ-მინისტრმა თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები მოიწვია, რათა ყველას ერთად აღენიშნა ქვეყნისთვის ისტორიული გადაწყვეტილება. გალა-კონცერტი ზუსტად 17:00 საათზე დაიწყება.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.