ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქვეყანაში B ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დაიწყო

ქვეყანაში B ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დაიწყო. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარგ გაბუნიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით და საქართველოში განხორციელებული მოდელითა და გამოცდილებით ინტერესდებიან არა მხოლოდ რეგიონის, არამედ სხვა ქვეყნებიც.
„B ჰეპატიტის ელიმინაციაც ახალი ინიციატივაა. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, როგორც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ აჩვენა, არის წარმატების ერთ-ერთი კრიტიკული ფაქტორი, რომ პაციენტმა დაასრულოს მკურნალობა და მიიღოს მისთვის საჭირო წამლები. ამდენად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იქნება უზრუნველყოფილი მედიკამენტები პაციენტისთვის. რა თქმა უნდა, ამას თავდაპირველად სჭირდება შეფასება და გამოკვლევები. ამდენად, უკვე დაწყებულია და პროგრამაში ჩართულია რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება, სადაც B ჰეპატიტის დიაგნოსტიკისთვის კვლევებს შესთავაზებენ და უკვე შემდეგ, თუ დადასტურდა მედიკამენტის მიღების საჭიროება, მედიკამენტი იქნება უფასო და ესეც დაგვეხმარება, რომ B ჰეპატიტის ელიმინაციაზე დავიწყოთ საუბარი და არა მხოლოდ C ჰეპატიტის ელიმინაციაზე,“ - აღნიშნა თამარ გაბუნიამ და განაცხადა, რომ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტს ქვეყანა უკვე სექტემბერში ელოდება.
B ჰეპატიტი ღვიძლის დაზიანებით მიმდინარე ინფექციური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია B ჰეპატიტის ვირუსით (HBV). მას შეუძლია გამოიწვიოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ინფექცია რაც ზრდის ციროზისა და ღვიძლის კიბოს რისკს.
jandacva.ge

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.