ქვეყანაში შემოსული ფინანსების წარმომავლობის გამჭვირვალობა მხოლოდ ვინმეს ახირება კი არა, არამედ საერთაშორისოდ მიღებული ნორმაა

ქვეყანაში შემოსული ფინანსების წარმომავლობის გამჭვირვალობა მხოლოდ ვინმეს ახირება კი არა, არამედ საერთაშორისოდ მიღებული ნორმაა
კომპანია „წინანდლის ძველი მარნის“ დამფუძნებელი ელდარ მილდიანი მხარს უჭერს კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებას.
„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში მეწარმე აცხადებს, რომ კანონპროექტის მიღება აუცილებელია, თუკი გვინდა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა. მისი თქმით, ქვეყანაში შემოსული ფინანსების წარმომავლობის გამჭვირვალობა მხოლოდ ვინმეს ახირება კი არა, არამედ საერთაშორისოდ მიღებული ნორმაა.
„ყველა იმ სახელმწიფოში, რომელთა წარმომადგენლებიც გვიწუნებენ ამ კანონის მიღებას, თავად არსებობს მსგავსი ნორმები. ამავე დროს, მეც, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მაქვს სრული უფლება, ვიცოდე, ვინ აფინანსებს ჩემს სამშობლოში არასამთავრობო სექტორს და როგორია ამ დაფინანსების წარმომავლობა. მე, მაგალითად, ჩემი კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ბიზნესი აბსოლუტურად გამჭვირვალეა. დარწმუნებული ვარ, რომ ანალოგიურ იტყვიან ჩემი კოლეგებიც სხვადასხვა ბიზნეს სექტორებიდან, – აღნიშნავს ელდარ მილდიანი და აცხადებს, რო, კანონის მიღებით მოგებული დარჩება ყველა ქართველი, მათ შორის, ისინიც, რომლებიც დღეს მის მიღებას მხარს არ უჭერენ.
ელდარ მილდიანის თქმით, მთავრობას და ბიზნესს საქართველოში აქვს ერთიანი ხედვა, როგორ განვითარდეს ქვეყანა, გაძლიერდეს ეკონომიკურად, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და რაც მთავარია, შენარჩუნდეს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური სტაბილური გარემო, რადგან არაფერი ისე არ ვნებს ბიზნესს, როგორც არასტაბილურობა და გაუმჭვირვალობა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით