არქივი7 დეკემბერი 2024, 18:21
"ქვეყანაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა" - ირაკლი ქაშიბაძე მთავრობას მიმართავს

საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული პირველი ქართული ვენჩურული ფონდის, future laboratory-ის მმართველი პარტნიორის ირაკლი ქაშიბაძის შეფასებით, საქართველოში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა.
ირაკლი ქაშიბაძე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ქვეყანაში, სადაც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა, მთავრობამ უნდა გაითავისოს, რომ ხალხი უკვე არ იბრძვის ევროპაში ყოფნისთვის ან ევროკავშირის წევრობისთვის, არამედ ეს არის უკვე ბრძოლა თავისუფლებისთვის.
დაფიქრდით, თავისუფლებისთვის ბრძოლა დევს ქართველი ადამიანის და საქართველოს დნმ-ში!“, - წერს ირაკლი ქაშიბაძე.
არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.