ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქვემო ქართლის მხარეში საავტომობილო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ვახუშტი ბაგრატიონის, ილია ჭავჭავაძისა და იოანე ბოლნელის ქუჩებზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად მოინახულა.
ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ილია ჭავჭავაძისა და იოანე ბოლნელის ქუჩებზე 615 გრძივი მეტრის გზა მოასფალტდა.
„ილია ჭავჭავაძისა და იოანე ბოლნელის ქუჩებზე 615 გრძივი მეტრის გზა მოასფალტდა. პროექტის ფარგლებში, ასევე, ბორდიურები, სანიაღვრე სისტემა და გარე განათების ქსელი მოეწყობა.
გარდა ამისა, ქალაქის ავთენტური იერსახის აღდგენის მიზნით, ბაგრატიონის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.