ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქეცბაია: მინდა, ასეთი ერთიანი და გახარებული საქართველო კიდევ ბევრჯერ ვნახოთ

საქართველოს ნაკრების ყოფილი და კვიპროსის ეროვნული გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელი თემურ ქეცბაია "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე გასვლას გამოეხმაურა.
"უბედნიერესი დღე დაგვიდგა და მიხარია, რომ ამ გუნდმა, ასე ერთიანად, სულით და გულით, ჩვენი დიდი ხნის ოცნება აგვისრულა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ წარმატებისთვის იშრომა, მადლობა მთელ გუნდს, რომელმაც შეძლო ის, რაც ჩვენმა თაობამ ვერ მოახერხა. ალბათ, გუშინ არავის ეძინა და ყველა ზეიმობდა. მინდა, ასეთი ერთიანი და გახარებული საქართველო კიდევ ბევრჯერ ვნახოთ. საქართველო ევროპაზეა", - წერს ქეცბაია "ფეისბუქის" გვერდზე.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.