ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქემერონი: საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მხარს დაუჭერენ უკრაინას რამდენ ხანსაც საჭირო იქნება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა პარიზში ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი გააგრძელებენ უკრაინის "მტკიცე მხარდამჭერებს" რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.
კამერონმა დასავლეთს მოუწოდა მოთმინება გამოიჩინოს უკრაინის სამხედრო წინსვლის ტემპის მიმართ.
მისი კომენტარი კეთდება იმ ფონზე, როცა კიევში იზრდებ შეშფოთება, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დასავლეთის მოთმინება და ერთიანობა შეიძლება დაირღვეს, 2022 წლის თებერვალში შეჭრის დაწყებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ.
"ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ პუტინი წააგებს და მნიშვნელოვანია, რომ წააგოს. ჩვენ უნდა ვიყოთ აბსოლუტურად მტკიცენი, თუ როგორ ვუჭერთ მხარს უკრაინას", - თქვა ქემერონმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.