ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქეთი ქურდოვანიძე: საქართველო საბოლოოდ ჩაჰბარდება რუსეთს. ვინც დაჭერას გადაურჩება, თავს შეაკლავს ან ემიგრაციაში წავა, ერთადერთი რამ გვევალება ახლა...

ქეთი ქურდოვანიძე: საქართველო საბოლოოდ ჩაჰბარდება რუსეთს. ვინც დაჭერას გადაურჩება, თავს შეაკლავს ან ემიგრაციაში წავა, ერთადერთი რამ გვევალება ახლა...
"ახლა მიშას მიუსჯიან სამუდამო პატიმრობას. დაიჭერენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და დარჩება ბურთი და მოედანი ქოცებს და ივანიშვილის დასაყრდენ ვითომგანქოცებულ და ვითონ განნაცებულ სუბიექტებს. და რაც ყველაზე მთავარია -საქართველო საბოლოოდ ჩაჰბარდება რუსეთს. ვინც დაჭერას გადაურჩება, თავს შეაკლავს ან ემიგრაციაში წავა, ერთადერთი რამ გვევალება ახლა -არ უნდა მოვაწეროთ ხელი კაპიტულაციას, არ უნდა მივცეთ ამათ ლეგიტიმაცია, რათა მომავალმა თაობებმა შეძლონ დამოუკიდებლობის აღდგენა.
სალომე ზურაბიშვილმა ეს რეჟიმი უნდა გამოაცხადოს საოკუპაციო რეჟიმად. თუ ამას არ გააკეთებს, ჩავთვლი, რომ ისიც ივანიშვილის თამაშის ნაწილია!" - წერს სოციალურ ქსელში ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი ქეთი ქურდოვანიძე.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.