ქეთი ქურდოვანიძე: “საქართველოში არასდროს ყოფილა სამოქალაქო ომი, არც 90-იან წლებში და არც ახლა, მაშინაც და ახლაც ვებრძოდით რუსულ იმპერიალიზმს

“საქართველოში არასდროს ყოფილა სამოქალაქო ომი, არც 90-იან წლებში და არც ახლა, მაშინაც და ახლაც ვებრძოდით რუსულ იმპერიალიზმს, რომელიც იდენტიფიცირდება ადგილობრივ მე-5 კოლონასთან.

ასე რომ, ტყუილად ირჯება რუსული რეჟიმი, მოაწყოს სამოქალაქო ომის იმიტაცია და მერე რუსულენოვანი მოსახლეობის საშველად უხმოს კრემლს, არ გამოვა ეს. არ წამოვეგებით თქვენს ბინძურ პროვოკაციებს. ჩვენი იარაღია სიმართლე, განათლება, და სოლიდარობა, ამას ძალადობით ვერ დაამარცხებთ,” – წერს სოციალურ ქსელში ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი ქეთი ქურდოვანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ