ქეთი ქურდოვანიძე: საბჭოთა კავშირში, რომელიც ახლა მოდერნიზებული და გაცილებით საშიში სახით ბრუნდება …

“საბჭოთა კავშირში, რომელიც ახლა მოდერნიზებული და გაცილებით საშიში სახით ბრუნდება, ახალგაზრდა მამაკაცს კარგი ცხოვრების მოსაწყობად ჰქონდა ორი არჩევანი -ან უნდა ყოფილიყო პარტიული მუშაკი, ან ნარკომანი და ქურდი. პირველი გზის არჩევის შემთხვევაში ადგილები შეზღუდული იყო, აი, მეორე გზა კი შეუზღუდავი რაოდენობის ადგილებს გვთავაზობდა. შესაბამისად, ამ მიმართულებას გაცილებით მეტი ადამიანი ირჩევდა. რა მივიღეთ – რამდენიმე დაღუპული და დაკარგული თაობა.
რა არჩევანი ჰქონდა ქალს -მხოლოდ ერთი-მდიდარ კაცზე გათხოვება, რადგან მაშინ ქალების პროფესიონალიზმს არასერიოზულად აღიქვამდნენ.
ახლაც ზუსტად იმავე არჩევნის წინაშე დავდგებით, თუ ამათ თავისი გაიტანეს,” – წერს სოციალურ ქსელში ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი ქეთი ქურდოვანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ