ქეთი ქურდოვანიძე: რა კარგი ტენდენცია იყო ბოლო დროს, ახალი სახეები ახალგაზრდები, საინტერესო და განათლებული ადამიანები და უცებ ისევ ბესელია, ისევ ხიდაშელი …

“მიიღეთ კოლექტიური ბესელია-ხიდაშელი მდუმარედ, პროცესი არ უნდა დავაზიანოთო, ვინც ღაღადებს, ვუპასუხებ: აი, ამ წუთას მთავარზე ხიდაშელმა თქვა- გვეგონა, დასრულდა, თუმცა წამება ისევ დაბრუნდა საქართველოშიო. ჰოდა, არ მინდა მე ასეთი ფსევდოპროცესი, რადგან სიყალბეზე, ნაძირლობასა და შკრილნიკოვების პოლიტპატიმრებად გამომშვებთა წახალისებაზე დაფუძნებული ბრძოლა მარცხისთვისაა განწირული. რატომ? იმიტომ, რომ ამით პრაქტიკულად ვეთანხმებით ბიძინას ნარატივს, რომ ის 9 წელი სისხლიანი იყო, რომ მკვლელები იყვნენ ხელისუფლებაში და უნდა გაუქმდეს კოლექტიური ნაცმოძრაობა. პირადად მე ამის თანამონაწილე ვერ გავხდები. მით უმეტეს, რომ ამ სუბიექტებში ცვლილების ნატამალსაც ვერ ვხედავ.
რაში ეტყობათ, რომ გაიაზრეს წარსული, ან აწუხებთ დანაშაულის გრძნობა? პირიქით, აქეთ გვადანაშაულებენ. რატომ უნდა ვენდოთ ასეთ ადამიანებს მაშინ, როდესაც ბეწვის ხიდზე გავდივართ? რა, ჯერ არავისთვის უღალატიათ. თანაც გაუგებარია, როდესაც ესენი ტელეეთერებით გამოგყავთ, ვინ არის სამიზნე აუდიტორია? ვინ უნდა გადმოიბირონ ნულოვანი რეიტინგის მქონე ადამიანებმა? სამაგიეროდ კარგავთ ერთგულ, წესიერ, უღალატო ამომრჩეველსა და მაყურებელს ამ მკვდარი სულების გაცოცხლებით.
რა კარგი ტენდენცია იყო ბოლო დროს, ახალი სახეები ახალგაზრდები, საინტერესო და განათლებული ადამიანები და უცებ ისევ ბესელია, ისევ ხიდაშელი, ისევ ხუხაშვილის ბოდვა უსასრულოდ. ნუ ნამდვილ აბსურდში ვართ. რაიმე ჭკვიანურს ან ღირებულს მაინც ამბობდნენ,” – წერს სოციალურ ქსელში ლიტერატურათმცოდნე, ჟურნაისტი ქეთი ქურდოვანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ